პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
“საქართველო ადექი, აჯანყდი”, “ერთმანეთის მხარდამხარ, დავიბრუნებთ სამართალს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.
მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ. მსვლელობის დაწყებამდე “თავისუფლების მოედნის” ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს წინ ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხელმოწერები შეაგროვეს.
ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია