პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები გმირთა მოედნისკენ მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილი სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა სამართალდამცავებმა მათ გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს.
გმირთა მემორიალთან აქციის მონაწილეები ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ.
აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები შეუერთდებიან, რის შემდეგაც ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.
დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია – ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
თბილისის პარალელურად აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია