პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ, ადგილზე ამ დროისთვის, სამი კარავია გაშლილი

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
ისმოდა შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“.
ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და „პარალონები“.
როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის გამზირზე იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის