პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ – იგეგმება მსვლელობაც

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის პროტესტის მიზანი “მოწინააღმდეგე მხარის გამოფიტვაა“.
მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეები უფრო მეტი არიან, ვიდრე სამართალდამცავები, ამიტომ ისინი არ აპირებენ “დაასვენონ რეჟიმი”.
„დღევანდელი აქციის მიზანია მოწინააღმდეგე მხარის გამოფიტვა. აქციებზე შემჩნეული გვაქვს, რომ კონკრეტულ ლოკაციებში მთავრობას გამოჰყავს პოლიცია და გამოჰყავს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი რაოდენობით, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მცირე შეკრებები, თუმცა ხშირად, მათ გამოფიტვას გამოიწვევს. ყოველდღიურ რეჟიმში მსგავსი დაღლა პოლიციაში უკმაყოფილებას იწვევს. რატომ უნდა დავასვენოთ რეჟიმი, როცა შეგვიძლია დავღალოთ?!”- განაცხადა ცეცხლაძემ.
მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მუხტი კვლავ არ აიწევს, მანამდე კი საჭიროა ფუნდამენტის შექმნა.
„სანამ მუხტი ხელახლა არ აბობოქრდება, მანამდე მოწინააღმდეგე მხარემაც არ შეისვენოს. სწორედ მუხტის აწევამდე გაგრძელდება პროტესტი”,- განაცხადა ცეცხლაძემ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები გეგმავენ მსვლელობით, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული