პარლამენტთან სკამის მიტანის გამო მოსამართლემ თათია აფრიამაშვილი 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 4000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა აქტივისტ თათია აფრიამაშვილს.
აქტივისტის ინფორმაციით, საქმე ეხება 2025 წლის 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც სამართალდამცავებმა თათია აფრიამაშვილი და მასთან ერთად კიდევ ორი აქტივისტი პარლამენტის წინ, პლასტმასის სკამების მიტანისთვის დააკავეს.
დაკავებულ გოგოებს სურდათ, რომ პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის, რომლებიც იქ ღამეს ათენებდნენ, მიეტანათ პლასტმასის სკამები, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
დაკავებულები იმავე საღამოს გაათავისუფლეს, თუმცა, სამართალდამცავები მათ ადმინისტაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
თათია აფრიამაშვილს თვენახევრით ადრე, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ სტუდენტს უჩივლა – ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს ს მონები, არა რუსეთის მონებს…”
შსს სამიდან ორის შემთხვევაში 45-დღიან პატიმრობას ითხოვდა, ერთ შემთხვევაში კი – ჯარიმას.
სასამართლომ თათია აფრიამაშვილის მსგავსად 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც. მაგდა მამუკაშვილი კი 4 000 ლარით დააჯარიმეს.
ფორუმი