პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
უკვე ერთი წელია, პარლამენტთან მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ და ითხოვენ, დაინიშნოს რიგგარეშე და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ