პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან წარმოდგენილი.
უცნობია აქციის მონაწილეები დღესაც გამართავენ თუ არა საპროტესტო მსვლელობას.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ემზადებიან 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის და მუშაობენ იმაზე, როგორ განახლდეს პროტესტი.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 365-ე დღეა მიმდინარეობს.




