პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მომიტინგეები, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტთან, ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.
ტრადიციულად, მოქალაქეების მიერ გზის გადაკეტვას, მოჰყვა საპატრულო პოლიციის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლონ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე, რათა არ შეაფერხონ მოძრაობა. პოლიციის აღნიშნულ მოწოდებას აქციის მონაწილეების მხრიდან საპროტესტო შეძახილები და სტვენა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)