პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მათ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ძველი შენობიდან მსვლელობით მისული მოქალაქეებიც შეუერთდნენ ლოზუნგით: ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ „საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები, ასევე, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის და აქტივისტ ნინო დათაშვილის მხარდამჭერი ბანერები.