პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
პროტესტის 202-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”; “არ დავივიწყებთ ცრუ მოსამართლეებს, არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს”.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო