პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 169-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები, ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.