პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც გადაიკეტა. აქცია 108-ე დღეა უწყვეტად იმართება.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო უწყვეტი აქციები მოჰყვა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.