პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის 70-ე დღესაც მომიტინგეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.