პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.
საავტომობილო გზის პერიმეტრზე კი პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
დღესაც, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?