პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 147-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს „საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც“, საიდანაც მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა – ევროპელი პარტნიორებისგან ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს