პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობით “დედების მარში” შეუერთდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ც, რომელმაც “დედების მარშში” მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “სოლიდარობა დედებს”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”.
პროტესტის 96-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.