პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა „მეგობრების მარში”, რომლის მონაწილეებიც პარლამენტთან ფილარმონიიდან გამართული მსვლელობით მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფები ტაშით, შეძახილებითა და ანთებული ტელეფონებით შეხვდნენ.
მომიტინგეები სკანდირებენ – „საქართველო”, “ჩვენს მეგობრულ სამშობლოს გაუმარჯოს”. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო