პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “ძირს ს დამპალი იმპერია”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” და ა.შ.აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე ასევე იმყოფებიან აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ჩამოსხდნენ და პატიმრების ფოტოები დააწყვეს. მათი თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად სწორედ ამ ფორმით აპირებენ ღამის გათენებას.
ასევე, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს მოგვიანებით, კვლავ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილ შენობასთან, შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
უწყვეტი პროტესტის 184-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.