პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები 2 თვეზე მეტია იკრიბებიან, აქცია განახლდა.
მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 71-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი ს დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.
www.interpressnews.ge