პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ადგილზე არიან მოქალაქეები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”, “საქართველოს გაუმარჯოს”.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი .
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს “ვერელებისა და ვაკელების მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ოვაციებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ – “საქართველოს გაუმარჯოს”.