პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

პარლამენტთან, სადაც ს პრეზიდენტის არჩევის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მივიდა.
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა. პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
ამ წუთებში კანონმდებლები პრეზიდენტად ქართული ოცნების კანდიდატს – მიხეილ ყაველაშვილს ირჩევენ. პარალელურად, მიმდინარეობს აქცია – “აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს უზრუნველყოფს.
ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო ს შედეგებს შეაჯამებს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.