პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
თავის მხრივ, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ.
მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული.
ასევე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული, რის გამოც არ ჩანს პარლამენტის ეზო.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს