პარლამენტთან პროტესტი გრძელდება – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. გზის გადაკეტვას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე განლაგებული პოლიციის კორდონის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა სააბოლოოდ გზა მაინც გადაკეტეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!”. პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებიც.

მოქალაქეები უკვე 88-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება