პოლიციამ რუსთაველის გამზირზე პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავა.
მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
აუცილებლად ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს ერი შეუძლებელია ვინმემ დაამარცხოს, შეუძლებელია ვინმემ გადატეხოს, შეიძლება დაგვთრგუნონ, დაგვსტრესონ, მაგრამ არ დავიმტვრევით, ეს ამ ერმა აჩვენა ფანტასტიკურად დღეს.
ორგანიზება უფრო რთულია, შეუძლებელიც იმიტომ, რომ სრული დიქტატურაა და არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, მაგაში დრო არ დახარჯოთ, ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ენდეთ იმას, ვისთანაც შინაგანი გრძნობა გაქვთ და თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ ენდოთ, არ ენდოთ იმას.
არ დანებდეთ, იბრძოლეთ,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე.
დაკავებულია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძეც.