პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თბილისის მთავარ ნაძვის ხეზე, რომელსაც დედაქალაქის მერია პარლამენტის წინ დილიდან ამონტაჟებს, საპროტესტო აქციაზე დაშავებულების ფოტოებს ამაგრებენ.
ამასთან, ნაძვის ხეზე დამაგრებულია ბანერები შემდეგი გზავნილებით: “არა წამებას”, “ვრჩები ქვეყნის სამსახურში”, სისხლიანი ნაძვის ხე”, “ტიტუშკებით მორთული სისხლიანი ნაძვის ხე”.
დემონსტრანტებს გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები კვლავ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ