პარლამენტთან მომიტინგეებს ბათუმელი ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს ბათუმელი ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა.
მათ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ახლა მთავარია სიმტკიცე, მხნეობა და ერთიანობა. მათ ახალგაზრდებს საპროტესტო აქციებში ჩართვისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. მათ პროტესტის ნიშნად ღამე პარლამენტთან გაათენეს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს