პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბულია – სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო”.
მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ