პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა მარში ლოზუნგით: “სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის”

“სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის” – ამ ლოზუნგით სადაზღვევო კომპანიები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მარში ვაკის პარკთან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ .
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა: ხელახალი და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლება.
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 5 სხვადასხვა მარშის მონაწილეები არიან შეკრებილები.
საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”