რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ.
კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს.
აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.
„ლელო” არის კოლაბორანტი პარტია, რომელიც “ქოცებთან” ერთად ჩაირეცხება” – ისმოდა აქციის მონაწილეების მხრიდან.
მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუწიათ. გეგელია ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
როგორც თავად გეგელიამ მედიასთან განაცხადა, ადგილი არ ჰქონია არანაირ დაპირისპირებას და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“.
პარალელურად აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ მათთან პრობლემა აქვს რუსთაველის გამზირს.




