პარლამენტთან აქციას, სადაც ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, სტუდენტური მოძრაობები შეუერთდნენ, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან და წერეთლის მეტროსთან შეიკრიბნენ.
სტუდენტები, რომლებიც ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, სააკაძის მოედანზე შეერთდნენ და საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მივიდნენ.
სტუდენტებს პარლამენტთან მყოფი ახალგაზრდები ოვაციებით შეხვდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან პერფორმანსიც მოაწყვეს.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ხვალ 18:00 საათზე, შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან, თუმცა სად გადაინაცვლებენ მსვლელობით, ზუსტ ლოკაციას არ ასახელებენ.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია პოლიცია.