პარლამენტთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, ჟურნალისტების მორიგი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ჟურნალისტებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელ მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს!“.
ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.
ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი