პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირებით და შეძახილებით აცილებენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებამდე, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
მოქალაქეები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც უკვე 24-ე დღეა შიმშილობს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანია, რომელიც თავისი სახელმწიფოებრივი აზრის გამო ისჯება.
ისინი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს შუამდგომლობით დაუყოვნებლივ მიმართოს და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, უფრო მსუბუქი სანქციით შეცვალოს.
ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით-„თავისუფლება მზიას“ „იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“.
ასევე პარლამენტში მოქალაქეები საყვირებით აცილებენ დეპუტატებს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიდიან.
ასევე, მოქალაქეები მზია ამაღლობელის მხარდაჭერის პარალელურად, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აანონსებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, მათ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიმართავს, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოხსენებით მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად