პარლამენტთან დღეს ძირითადი ორგანიზატორების მიტინგი არ გაიმართება, აქციას გეგმავს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი”

დღეს, 18 აპრილს, პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციებით აქცია არ გაიმართება. საუბარია იმ აქციებზე, რომელიც გასული 3 დღის განმავლობაში იმართებოდა 19 საათიდან.
თუმცა დღეს, 7 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“.
„პროტესტი არ უნდა შეწყდეს! დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, – წერს „დაფიონი“.
დღესვე აქცია არის დაგეგმილი ქალაქ გორში.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში გუშინ, 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების დღეს.
რაც შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინა დღეებში აქციას აორგანიზებდნენ, აცხადებენ, რომ შემდეგი დიდ აქციის ორგანიზებას რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვისას აპირებენ. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.
„ჩვენ ვაპირებთ ისევ დიდი შეკრების მოწყობას მეორე განხილვისთვის, თუმცა მანამდეც სხვადასხვა აქტივობას განვახორციელებთ, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ამ კანონის მიღება ვერ გამოუვა“, – უთხრა ნეტგაზეთს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”