პარლამენტთან გაზი გაუშვეს, თავისუფლებაზე გამოჩნდა სპეცრაზმიც — ჭირს სუნთქვა

პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინრეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
ადგილზე არიან ნეტგაზეთის ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაუშვეს გაზი, ჭირს სუნთქვა, ადამიანებს ეწვით ყელი.
თუმცა, როგორც თვითმხილველებიც აღნიშნავენ, აღნიშნულ აირს მხოლოდ რამდენიმეწუთიანი მოქმედების მექანიზმი აქვს, რის შემდეგაც ადამიანები კვლავ უკან ბრუნდებიან.
თავისუფლების მოედანზე უკვე გამოჩნდა ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოიყენეს სპეიცალური საშუალებები, რადგან აქციის მონაწილეებმა „საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს,“ — აცხადებს შსს.
რა ხდება