პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დღეს ე.წ. გავრილოვის ღამის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა “დაფიონის“ წარმომადგენელი ნიკო მანაგაძე აცხადებს, მომიტინგეებს სურთ, კიდევ ერთხელ გააგონონ ხელისუფლებას მათი ხმა და დაგმონ ხუთი წლის წინ, „პუტინის რეჟიმის წარმომადგენლის საქართველოს პარლამენტში მიყვანა და თავმჯდომარის სკამზე მოთავსება“, ასევე, რამდენიმე კვირის წინ ე.წ. რუსული კანონის მიღება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
“ხუთი წელი გავიდა იმ მძიმე მოვლენებიდან, საიდანაც დაიწყო ამ ხელისუფლებამ საკუთარი სახის ჩვენება საზოგადოებისთვის და დღეს, სამწუხაროდ, აღარავის ეპარება ეჭვი ამ ხელისუფლების რუსულ სახეში. ხუთი წლის წინ იყო პირველი ამგვარი გამოვლინება, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ღამით კი დააგვირგვინეს ჩემი თანატოლების წინააღმდეგ უმძიმესი ძალადობით. უკვე ისეთ სპირალში ვართ შესული, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელია, თუ კი წერტილი არ დაესვა ამ ხელისუფლებას”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს ს დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს