პარლამენტთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს
პარლამენტის შენობასთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს. სამართალდამცავმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შემდეგ განმარტა, რომ დაკავება აქციის მონაწილის მხრიდან შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მოჰყვა.
9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეების გაღიზიანება სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზაშვილის, იგივე „ხარებას“ გამოჩენამ გამოიწვია.