პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ფერადი კვამლი გაუშვეს ლოზუნგით: „ჩვენ მოგვწამლეს”, რის შემდეგაც მსვლელობას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სიმბოლურად ფერადი კვამლი გაუშვეს, რითაც BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ სიმბოლური აქტით ისინი ამბობენ: “გასულ წელს ჩვენ მოგვწამლეს”
ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს, ისინი რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია