პარლამენტთან აქცია – „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი“ მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია – „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის მინისტრობის კანდიდატად ს წარდგენას აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, კინორეჟისორის ქეთი მაჭავარიანის თქმით, პრობლემა არის ის, რომ კულტურის სფეროს მართავენ არაკომპეტენტური კადრები და კინოს სფეროში არაფერი ხდება.
„პარლამენტთან იკრიბებიან კინოს და ხელოვნების წარმომადგენლები. დიდი ხანია ვდგავართ პრობლემის წინაშე. კინოს სექტორის სახელით ვიტყვი, რომ 8 თვეა 450 კაცი ბოიკოტში ვიმყოფებით. ბოიკოტის მანძილზე არავის ჰქონია სურვილი, რომ კითხვა დაესვა, თუ რა პრობლემა გვაქვს. რეალურად პრობლემა არის ის, რომ კულტურის სფეროს მართავენ არაკომპეტენტური კადრები და არაფერი ხდება კინოს სფეროში.
არამარტო კინოს გარშემო, არამედ კულტურის სხვადასხვა სფეროში უამრავი პრობლემა დაგროვდა და ამაზე პასუხის არ გვაქვს. დღეს მინისტრი მივიდა პარლამენტში და პასუხობდა დეპუტატების შეკითხვებს, მაგრამ მას არასდროს მოუსმენია კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან დასმული კითხვები.
ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და არ შევეგუოთ ამ სფეროს გაჩერებას. კულტურა ჩვენი ქვეყნის სახეა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ იდენტობის ასეთი ხელყოფა დაუშვებელია“,- განაცხადა კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა „მთავარ არხთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა