პარლამენტთან აქცია “საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს” მიმდინარეობს – ადგილზე ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

პარლამენტთან აქცია სახელწოდებით “საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს” მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ოკუპანტებსა და აგრესორებს ბოდიშს არ მოუხდიან“, რადგან 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოს არ დაუწყია.
აქციაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ფიტულიც მიიტანეს, რომელსაც ერთ მკლავზე “ქართული ოცნების”, მეორეზე კი – ს ფედერაციის დროშა უკეთია.
“ჩვენ ვაპროტესტებთ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომელიც ეხებოდა ბოდიშის მოხდას ოსების მიმართ და, რა თქმა უნდა, თუ ოსებს უხდი ბოდიშს, ებოდიშები ოკუპანტ რუსეთსაც. ამ ბოდიშმა ჩვენ გაგვაღიზიანა და განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დაღუპულ გმირებს, ვეტერანებს და ჩვენ ვნახეთ დაღუპული გმირების ოჯახის წევრების რეაქციები როგორი იყო, რა განცხადებები გააკეთეს. ეს არის დიდი ლაფი, რაც გადმოასხა ოლიგარქმა მთელს საქართველოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ცეცხლაძემ.
“დღეს კიდევ შეიკრიბნენ რუსთავში ხომ? ვნახოთ დღეს იქ რას იტყვიან. იმედია, აღარ გვთხოვს, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენ დამპყრობელს – ოკუპანტ რუსეთსა და სეპარატისტ ოსებს ბოდიში მოვუხადოთ. ზოგადად, ოსებზე არ მინდა რამე ვთქვა, მგონი, ცხინვალში რამდენი ოსიც ცხოვრობს, იმაზე მეტი საქართველოში ცხოვრობს და ძმებივით ვართ, არც ისინი ითხოვენ ბოდიშის მოხდას და არც ჩვენ ვთხოვთ არავის. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფრით, რაც გორში გააკეთა და რაც ამ ბოლო ერთ წელიწადში ხდება, თავის პოლიტიკურ საფლავს ითხრის ბიძინა პირადად და “ქართული ოცნება”. ქართველები არ ვართ ის ხალხი, ასეთი რამ ვაპატიოთ. მე მგონია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას ოპოზიციას”, – განაცხადა ში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ, რომელიც საპროტესტო აქციას ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ