პარლამენტთან აქცია დაიწყო – გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად აქცია იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
აქციას შეუერთდება ფარმაცევტების მარშიც, რომლის მონაწილეებიც ფილარმონიის ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
უწყვეტი პროტესტის 47-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად