პარლამენტთან აქცია განახლდა – საავტომობილო გზა გადაკეტილია

პარლამენტთან აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უწყვეტი პროტესტის 58-ე დღესაც უცვლელი მოთხოვნით დაიკავეს – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქცია მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობს. დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს