პარლამენტთან აქცია განახლდა – პროტესტის 68-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის 68-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…