პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები აქტივისტებს მოუწოდებდნენ რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და პარლამენტის წინ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. აქტივისტების ნაწილი ამ მოწოდებას დაემორჩილა, ხოლო ნაწილი – არა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებს მოუწოდებდა, მოქალაქეები ტერიტორიიდან უბრალოდ გაერიდებინათ, თუმცა საბოლოოდ, 2 პირი მაინც დააკავეს.
ვაჟა სირაძის გაცხადებით, დაკავებული ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
„პიროვნება მოსული იყო პოლიციელებთან და არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ გასულიყო გვერდზე და გაეგრძელებინა პროტესტი. ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია და არაერთი შეურაცხყოფა თითოეულ პოლიციელს, რაც დაფიქსირებულია კამერების საშუალებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.