პარლამენტთან აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. ამ დროისთვის გზა გადაკეტილია.
აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად ხდება სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. დემონსტრანტები სკანდირებენ: “რუსებო, მონებო” და “ომი ვინ დაიწყო?”
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა პარლამენტთან “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.