პარლამენტთან ამ დროისთვის 4 კარავია გაშლილი

საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ დროისთვის, 4 კარავია გაშლილი.

აქციის მონაწილეებს კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები, „პარალონები“, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს, სცენიდან აქციის ორგანიზატორები მიმართავენ, ამასთან როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებს სცენიდან პერიოდულად გააცნობენ სამოქმედო გეგმას.

პარალელურად, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეები მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა