პარლამენტარებისთვის ხელფასის მატების ინიციატივას, რომელიც რეგლამენტში ცვლილებების პროექტშია შეტანილი, დეპუტატები დღეს განიხილავენ

მიიღებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო პარლამენტარებისთვის ხელფასის მომატების გადაწყვეტილებას – დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს განიხილავენ, რაც საკანონდებლო ორგანოში ანაზღაურების ცვლილებას გულისხმობს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტის წევრების ხელფასები შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა სახელმწიფო სამსახურების ანაზღაურებასთან.
“პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა ის, რომ მინიმუმ 10 წელი საერთოდ არ მომხდარა გადახედვა საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის და გამომდინარე აქედან, საჯარო სექტორში ყოველწლიურად 10% და 20%-ით იზრდება ხელფასები, არის სერიოზული ზრდა და ეს არის ძალიან კარგი და უნდა გაგრძელდეს. პარლამენტის წევრები, რომლებიც ირჩევენ და ნიშნავენ ისეთ პარლამენტის წევრებს, რომლებთაც აქვთ მინიმუმ ორჯერ და ხანდახან სამჯერ მეტი, ეს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში