პარკინგის კონტროლიორთა რიცხვი თითქმის 40%-ით შემცირდა – რა არის მიზეზი?

2023 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ პარკინგის კონტროლიორთა რიცხვი თითქმის 40%-ით შემცირდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, ამის ერთ-ერთ მიზეზი შესაძლოა კომპანიაში ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა იყოს.
IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2022 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ პარკინგის კონტროლიორთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით დაახლოებით გაორმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.
2023 წლიდან კონტროლიორთა რიცხვი მნიშვნელოვნად, 118-მდე მცირდება. 2023 წელს თანამშრომელთა გადინების ზუსტი მიზეზები IDFI-სთვის უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. 2023 წლის შრომის ანაზღაურების სრული ხარჯის მოთხოვნის პასუხად კომპანიამ IDFI-ს განუმარტა, რომ ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა საათში 4.44 ლარს, ხოლო უმცროსი ინსპექტორის საათში 3.83 ლარს.
თუმცა, კონტროლიორთა შრომის ანაზღაურების წესების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნაზე, კომპანიამ IDFI-ს განუმარტა, რომ სპეციალური კომისია, ინდივიდუალურად განიხილავდა დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს და შესაბამისად ადგენდა ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას. კომისიის მიერ ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა სავარაუდოდ დამოკიდებულია მათ მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობაზე, თუმცა, აღნიშნული სტანდარტი რამდენად არის სამართლებრივად მოწესრიგებული, კომპანიის პასუხით ვერ დგინდება.
2018-2023 წლებში სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული პარკირების კონტროლიორთა რაოდენობა და
მათი შრომის ანაზღაურების ხარჯები ასე გამოიყურება:

ასევე დაგაინტერესებთ