პარი სენ-ჟერმენმა“ ფრანგული სპორტისთვის ისტორიული ნაბიჯი გადადგა

პარი სენ-ჟერმენმა“ ფრანგული სპორტისთვის ისტორიული ნაბიჯი გადადგა. კლუბმა პრემიის გაცემის პოლიტიკა მნიშვნელოვნად გააფართოვა და ის მხოლოდ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს აღარ შეეხება.

შეიქმნა პროექტი სახელწოდებით „ერთი გუნდი“ და მისი მთავარი მიზანი კლუბის შიდა ერთობის გაძლიერებაა. ამიერიდან დანამატებს მიიღებენ არა მხოლოდ სპორტული სფეროს წარმომადგენლები, არამედ ტექნიკური პერსონალი, მებაღეები, სტადიონის მომვლელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ პსჟ-ის წარმატებისთვის.

კლუბმა გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უპრეცედენტოა ფრანგულ სპორტში.

„პარი სენ-ჟერმენი“ იმედოვნებს, რომ მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ერთიანობას და შექმნის გუნდურობის ძლიერ კულტურას, სადაც ყველა თანამშრომელი საკუთარ თავს კლუბის სრულფასოვან ნაწილად იგრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ს გუნდმა სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კლუბის 600 თანამშრომელი მიიწვია. მათთვის მატჩის ბილეთებისა და ფრენის ღირებულება პრეზიდენტმა პირადად დაფარა. ფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 დაამარცხა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე

ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გირაოს შეფარდებაზე – ეს არის ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, როგორც გამოძიება ამბობს, მან სრულად ითანამშრომლა, აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება