„პარი სენ ჟერმენი” კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, ქართველი ტრანსფერს მიესალმება“ – RMC Sport

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ გარემარბი კილიან მბაპე, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.

RMC Sport-ის ცნობით, ლუის ენრიკემ ფრანგის შემცვლელთა სია უკვე შეადგინა, სადაც მოწინავე ადგილს „ნაპოლის“ შემტევი იკავებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის გარემოცვასა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

„ლუის ენრიკემ მბაპეს შემცვლელების სია უკვე შეადგინა, სადაც პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს და პსჟ ქართველის ამ ზაფხულსვე შესაძენად ყველაფერს გააკეთებს. გასულ კვირას ფრანგული კლუბისა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის შეხვედრა შედგა,მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა, ქართველი ამ ტრანსფერს მიესალმება, თუმცა ჯერჯერობით პირად კონტრაქტზე შეთანხმება არ მომხდარა და დე ლაურენტისსაც არანაირი წინადადება არ მიუღია,“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
წყარო:sportall.ge