“პარი სენ ჟერმენი” არ ნებდება და “ნაპოლის” შემტევი დუეტის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართა

“პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” სა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა. ამის შესახებ “ტვიტერზე” ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი პაოლო ბარგიჯა წერს.
“200 მილიონი ევრო “პარი სენ ჟერმენისგან” ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ. საინტერესოა, რას გადაწყვეტს დე ლაურენტისი?”, – წერს ბარგიჯა “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, “ნაპოლის” ოსიმენის გაყიდვა სურს, თუმცა “პარტენოპეი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვარაცხელიას გასხვისებას არ განიხილავს და ქართველთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა, რომ უარს ეტყვის. ოსიმენს არაბეთში გაუშვებს 130 მილიონად და კვარას ცალკე გაყიდის შემდეგ წელს 100+ მილიონად. რატომ უნდა იზარალოდ თუნდაც 30მილიონი. მასეთი კაცია ეგ და რატომღაც მგონია, რომ უარით გაისტუმრებს. აი თუ არაბები გადაიფიქრებენ და ყიდვას აღარ დააპირებენ, მაგ შემთხვევაში დათანხმდება, რადგან ევროპულ გუნდებს არ უღირთ ოსიმენი ამდენი თანხის სანაცვლოდ.